Sunday, November 9, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საინტერესო. საკუთარ ბლოგებზე გამოვაქვეყნეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიო. მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევრები, შევაფასეთ და დავუწერეთ კომენტარები.
 ერთმანეთთან მუშაობა იყო საინტერესო. თრენინგის  9 დღემ მოგვცა, რომ ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა, შევქმენით პორტფოლიო და ბევრი საინტერესო რამ. მომავალში უკვე დამოუკიდებლად შევძლებ მუშაობას და რისთვისაც მადლობას ვუხდით  ჩვენ მწვრთნელს ნინო კაჟაშვილს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ანტიკური ხანის მუსიკა და ფილოსოფია.

Friday, November 7, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

დავასრულეთ სასწავლო პროექტზე, სასწავლო პროცედურებზე  მუშაობა.
ვიმუშავეთ ბლოგზე,  ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება: სურათები, საათი, სტუმრების მთვლელი.
 მომწონს და მაინტერესებს სიახლეები და ამის საშუალება მომცა დღევანდელმა დღემ და საუკეთესო მწვრთნელმა ნინო კაჟაშვილმა., რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას.

Monday, November 3, 2014

მე-7 დღის რეფლექსია

დავასრულეთ მუშაობა შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით მოსწავლის დასახმარებელი პრეზენტაციის შაბლონი, ვისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა. გავაკეთეთ სასწავლო პროცედურების მონახაზი.

Monday, October 27, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკა,  შევქმენით სლაიდშოუ სპეციალ;ური ეფექტებით.

Sunday, October 26, 2014

მე-5 დღის რეფლექსია

შევისწავლეთ მე-3 და მე-4 მოდული და მასზე მუშაობა. გავეცანით საავტორო უფლებებს, შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი,  დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და ნაწილობრივ შევუდექით მუშაობას.

Monday, October 20, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მწვრთნელის ქალბატონ ნინო კაჟაშვილის დახმარებით ავითვისეთ შეფასების მეთოდები, შევადგინეთ შეფასების გეგმა, თუ როგორ შევაფასებთ მოსწავლეებს პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. შევქმენით ბლოგი და დავდეთ პოსტები.
 მოუთმენლად დაველოდები მე-5 დღეს, რადგან ვფიქრობ, რომ თანამედროვე ეპოქაში და იმისათვის, რომ მასწავლებელმა შესძლოს კვალიფიკაციის ამაღლება აუცილებელია ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს.